მონაწილეობა

რეგისტრაცია მიმდინარეობს 2020 წლის 1 მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით ამ ბმულზე.

აღნიშნული ვადის გასვლიდან ორი კვირის განმავლობაში პროექტის თანამშრომლები უშუალოდ დაუკავშირდებიან აპლიკანტებს გასაუბრების მიზნით.

ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობის მიღება?

კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებს, დამწყებ ბიზნესებს, რომელთაც გააჩნიათ მდგრადობაზე ორიენტირებული ბიზნეს იდეა, ნათლად განსაზღვრული სოციალური მიზნით, მათ მენეჯმენტს კი ახორციელებენ ახალგაზრდები და/ან თანამშრომლების უმეტესობა არის ახალგაზრდა.

დაინტერესებულ ორგანიზაციებს შეიძლება ჰქონდეთ შემდეგი სახის იურიდიული ფორმა:
არაკომერციული (არამომგებიანი) იურიდიული პირი;
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება; 
ამხანაგობა;
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი;
ინდივიდუალური მეწარმე.


აუცილებელია, რომ სოციალური საწარმო მდებარეობდეს და/ან თავის საქმიანობას ახორციელებდეს კახეთის, ქვემო ქართლის ან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

მხარდაჭერა განხორციელდება საგრანტო კონკურში გამარჯვებული იმ სოციალური საწარმოებისთვის, რომელთა საქმიანობა მოიცავს:

სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სასოფლო-ტურიზმის, მომსახურების სფეროს, ვაჭრობის და ა.შ. განვითარებას;
სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების და/ან კონკურენციის გაუმჯობესებას;
კომერციული და/ან სოციალური ინფრასტრუქტურის აღდგენას (როგორიცაა: გზები, ხიდები, წყლის სისტემები, ქარხნები, სათბურები, რეკრიაციული ზონები);
ეკონომიკურ დივერსიფიკაციას, განვითარებას და ადგილობრივი აქტივობების და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას;
იმ ეკონომიკური და სოციალური აქტივობების ხელშეწყობას რაც მიმართულია ქალების, ახალგაზრდების და შშმ პირების კეთილდღეობისკენ;
ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას;
ონლაინ ბიზნეს აქტივობების განვითარებას;

ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვას და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას.

პროგრამის შედეგად დაფინანსებული იქნება მინიმუმ 12 საწარმოს პროექტი. საგრანტო თანხა დამოკიდებულია აპლიკანტის საპროექტო წინადადებაზე. ქვე-პროექტის საშუალო ბიუჯეტი შეადგენს 16000 ევროს.

  • w-facebook

© 2020 by ​Mercy Corps Georgia