თუ ხარ 18-დან 29 წლამდე, ცხოვრობ ან საქმიანობ კახეთის, ქვემო ქართლის ან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და გაქვს სოციალური საწარმოს ბიზნეს იდეა, მიიღე მონაწილეობა პროექტში და დარეგისტრირდი ახლავე.

რატომ?

პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებსა და სხვა საქმიანობებში ჩართულობა მოგცემთ საშუალებას გაიუმჯობესოთ ცოდნა და გამოცდილება ბიზნესის დაგეგმვაში, ბიზნეს გეგმების შედგენასა და ფინანსურ აღრიცხვაში, პროდუქციის წარმოებასა და მის მარკეტინგში. თქვენ შეძლებთ გაიგოთ მეტი სოციალური საწარმოების ამოცანებსა და მიზნებზე, დაამყაროთ კავშირი თქვენს თანატოლებთან და ერთობლივად დაგეგმოთ და განახორციელოთ მომავალი საქმიანობა.

შედეგი?

ის ახალგაზრდული სოციალური საწარმოები, რომლებიც გაიმარჯვებენ საგრანტო კონკურსში, შეძლებენ გააფართოვონ საკუთარი სოციალური საწარმოს საქმიანობა, მიიღონ მეტი მოგება და უფრო მდგრადი გახადონ მისი ფუნქციონირება დასახული სოციალური მიზნების მისაღწევად.

  • w-facebook

© 2020 by ​Mercy Corps Georgia